პლეხანოვი

თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი კეთილმოწყობილ ტერიტორიად მე-19 საუკუნის 40-ანი წლებიდან იქცა. 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქუჩის ნაწილის რესტავრაცია მოახდინა, სწორედ აქედან იწყება გამზირის თანამედროვე ისტორია, აღდგა შენობები, დამონტაჟდა თანამედროვე სისტემები და ქუჩის განათება. 2011 წლის ნოემბერში შედგა გამზირის საზეიმო გახსნა. 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამზირის იმ ნაწილის აღდგენა დაეწყო, რომელიც ადრე ვერ მოხვდა სარესტავრაციო სამუშაოებში.

 

 

 

"2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა",- წერს ჟურნალი Forbes -is ჟურნალისტი. მისი თქმით " პლეხანოვი" ბარსელონას, ამსტერდამის და ათენის უბნებთან ერთად , მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველია.

"ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველია მას შემდეგ, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ"-წერს Forbes-ი.