ნინოშვილი რეზიდენსის გამწვანებაზე კომპანია გრინლენდი იზრუნებს

14. 06. 2018

ნინოშვილი რეზიდენსსა და კომპანია გრინლენდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რის მიხედვითაც შენობის ეზოსა და წინამდებარე პერიმეტრს კომპანია გაამწვანებს. კერძოდ კი დაირგვება კიპარისები და მარადმწვანე მუხები, რომლის მოვლა პატრონობასაც ასევე კომპანია იღებს თავის თავზე დარგვიდან სამი წლის განმავლობაში.